"ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო" - კვირის პალიტრა

"ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: "ტოლერანტობა ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის, რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსლიმანები და სხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას".