ნატოს გენმდივანი საშიშროებაზე ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

ნატოს გენმდივანი საშიშროებაზე ალაპარაკდა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხოებას რეალური საშიშროება ემუქრება. "მშვიდობიან დროს სწორი იყო თავდაცვაზე ხარჯების შემცირება, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვცხოვრობთ მშვიდობიან პერიოდში. უკრაინაში კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული არასტაბილურობა - ეს ყველაფერი ადასტურებს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებას. საფრთხეები რეალურია", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, "ცივი ომის" შემდეგ, ალიAAAანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები, სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ეტაპობრივად შეამცირეს მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 50%-ით გაზარდა და ამ მაჩვენებლების კიდევ გაზრდას აპირებს.