"ნაციონალების" მომზადებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" მომზადებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციის პროექტი 11-პუნქტიანი იყო და როგორც პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, დოკუმენტი არასამთავრობოებთან თანამშრომლობით მომზადდა. "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.