გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ

საქართველომ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველო უკანონო, ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დასვამს. "მათ შორის გაეროში უკვე მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება. ეუთოში უკვე მოვითხოვეთ სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება. ამ საკითხს ჩვენ აქტიურად დავსვამთ ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და ნატოში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.