"აფხაზეთის გაყიდვის" დოკუმენტი - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის გაყიდვის" დოკუმენტი

შეთანხმებას, რომელსაც აფხაზთა ნაწილი "აფხაზეთის გაყიდვის" დოკუმენტად აფასებს, რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების მიერ სოჭში მოეწერა ხელი. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ"" ე.წ. შეთანხმება "მხარეების მიერ კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას",  "საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცისა" და "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის" შექმნას და ა.შ. ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს. შეთანხმება 10 წლის ვადით, მისი ხუთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით გაფორმდა.