"ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს" - კვირის პალიტრა

"ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩემი დევიზია - ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარებისა და წინსვლის საწინდარი. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პოლიციის საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი." (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).