"ღმერთმა ჩვენს ხელისუფლებას ერთსულოვნება მისცეს" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა ჩვენს ხელისუფლებას ერთსულოვნება მისცეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: "განსაკუთრებით მინდა გიორგობა მივულოცო აფხაზებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოსებს, რომლებიც დროებით მოწყვეტილნი არიან სამშობლოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გააერთიანოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება და მისცეს მათ ერთსულოვნება, რათა ღირსეულად ემსახურონ ჩვენს სამშობლოს."