"ელიტელექტრონიქსმა" მაღაზიათა ქსელი დახურა - კვირის პალიტრა

"ელიტელექტრონიქსმა" მაღაზიათა ქსელი დახურა

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ""ელიტელექტრონიქსი"" ფინანსური პოლიციის მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან სასამართლო

დავებს აწარმოებს და პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. მათივე ინფორმაციით, ამ თანხის ამოღების მიზნით საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს ინკასო დაედო, მაგრამ კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას.

"21 აგვისტოს ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებში შევიდა საგადასახადო ინსპექცია, რის გამოც კომპანია ვეღარ აგრძელებს მუშაობას და ხურავს ""ელიტელისა"" და ""ელიტელექტრონიქსის"" მაღაზიათა ქსელს"", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში (ვრცლად იხ. გვ. 21-24).