ლავროვი შესაძლებლად მიიჩნევს - კვირის პალიტრა

ლავროვი შესაძლებლად მიიჩნევს

"რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაზელში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამის თაობაზე ვლადიმირ პუტინმა პოზიცია უკვე დააფიქსირა. "სამყაროში არაფერია შეუძლებელი. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე გასცა ამ შეკითხვას პასუხი, როცა თქვა, რომ თუ საჭიროება და შეხვედრისადმი ინტერესი გაჩნდა, ყოველთვის მოიძებნება შეხვედრის შესაძლებლობა", - განაცხადა ლავროვმა.