საკადრო ცვლილებები - კვირის პალიტრა

საკადრო ცვლილებები

გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა და პრემიერის მრჩეველმა რომან ჩხენკელმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა. ცვლილება განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა ზურაბ კოპაძემ, ხოლო მის ადგილას დაინიშნა "ქართუ ბანკის" აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. საკადრო ცვლილებები კიდევ რამდენიმე უწყებაში განხორციელდა.