"არა მაქვს უსუფაშვილის, ღარიბაშვილის ან პარლამენტის მართვის ბერკეტი" - კვირის პალიტრა

"არა მაქვს უსუფაშვილის, ღარიბაშვილის ან პარლამენტის მართვის ბერკეტი"

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმ განცხადების კომენტირება სთხოვეს, სადაც ის ქვეყნის კულისებიდან მართვაზე ლაპარაკობდა.

"ვინც იცის, რა არის სახელმწიფოს კულისებიდან მართვა, მას უნდა ჰქონდეს ამის ბერკეტი, მე ეს ბერკეტი არ გამაჩნია. მე არა მაქვს უსუფაშვილის, ღარიბაშვილის ან პარლამენტის მართვის ბერკეტი. არც ჩანაწერებს ვფლობ და არც არანაირი ბერკეტი გამაჩნია. ვისაც მოესურვება, შევა პოლიტიკაში, რაც აბსოლუტურად მიღებულია. საწყენია, როდესაც გუშინდელი პარტნიორები ასეთ განცხადებას აკეთებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.