"ივანიშვილმა ღიად უნდა ილაპარაკოს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ღიად უნდა ილაპარაკოს"

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა: "ჩვენთან იყო ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირება სააკაშვილსა და მის პარტიასთან, იყო ბევრი ოპოზიციური ძალა და ლიდერი, რომლებიც მას უპირისპირდებოდნენ, თუმცა, მათი ძალისხმევა სუსტი იყო. შემდეგ გამოჩნდა კაცი, რომელმაც ყველა ეს ჯგუფი ერთიან ფრონტად ჩამოაყალიბა და ჩატარდა სამართლიანი არჩევნები. შარშან მან დატოვა თანამდებობა და დაიწყო მოქმედება, როგორც კერძო პირმა. მის ჩართულობასა და შეფასებას დიდი გავლენა აქვს. როგორ შეიძლება ჩამოვართვათ მოქალაქეს თუნდაც ერთი სიტყვის თქმის საშუალება პოლიტიკაზე, როდესაც ცუდი არაფერი გაუკეთებია. გამოსავალია ის, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს იმაზე, რომ მას რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე".