"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი ადგილი" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი ადგილი"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა: "ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. შესაძლოა, ვთქვათ, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელსა და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ, რა არის სიკეთე და ბოროტება... ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს ქმრისა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი", - ბრძანა პატრიარქმა.