"წლის ადამიანად" ებოლასთან მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ
15-12-2014
გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა თიმე-მა 2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დაასახელა. "მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად იძინოს, რადგან მედიკოსთა ჯგუფი ებოლას დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ", - განაცხადა თიმე-ის რედაქტორმა ნენსი გიბსმა.
ამერიკული ჟურნალის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მეორე ადგილი აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გავიდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ებოლას ვირუსს 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით