საგარეო უწყებამ საზღვარგარეთ წამსვლელები გააფრთხილა - კვირის პალიტრა

საგარეო უწყებამ საზღვარგარეთ წამსვლელები გააფრთხილა

იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვინც არალეგალურად იმყოფებიან ან არალეგალური მეთოდებით ცდილობენ გადალახონ უცხო ქვეყნის საზღვრები, საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ იშურებენ ძალისხმევას ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საემიგრაციო კანონმდებლობის უხეშად დარღვევების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ხვდება უცხოელთა სადეპორტაციო განყოფილებებში ან უარეს შემთხვევაში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებამ გააფრთხილა საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სურთ უცხო ქვეყანაში არალეგალურად შესვლა ან ცხოვრება, თავი შეიკავონ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისაგან და ნუ ენდობიან დაპირებებს საზღვრის გადაკვეთის, სამუშაოს შოვნის, დევნილის სტატუსის მოპოვებისა და სხვა პრივილეგიებით სარგებლობის თაობაზე. ""ხშირად ეს მთავრდება ტრეფიკინგით, ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესებითა და სიცოცხლის ხელყოფითაც კი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.