პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი 82 ხმით დაამტკიცა. კანონმდებლებმა ბიუჯეტთან ერთად, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც დაამტკიცეს.  2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი - 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა. 2015 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 5%-ია. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე... ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10 ლარით გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან აპირებს.