პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
15-12-2014
პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი 82 ხმით დაამტკიცა. კანონმდებლებმა ბიუჯეტთან ერთად, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც დაამტკიცეს.  2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი - 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა. 2015 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 5%-ია. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე... ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10 ლარით
გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან აპირებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?