ხადური ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი 100%-ით შესრულდება - კვირის პალიტრა

ხადური ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი 100%-ით შესრულდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება. "საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტებისა და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩარიცხულია. ასე რომ, წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება 100%-ით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს", - განაცხადა ხადურმა, თუმცა მის ოპტიმიზმს ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს.