ODIHR-ის ანგარიში - კვირის პალიტრა

ODIHR-ის ანგარიში

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს", - ვკითხულობთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება. ეუთომ ყოფილ თანამდებობის პირთა 14 საქმის მონიტორინგი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად მისიამ არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მათ შორის: დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოების ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, დაცვის უფლება, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება და ა. შ. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ სასამართლო პროცესებზე სისტემატურად ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობდნენ ხელს.