საქართველოს შტაინმაიერი სტუმრობდა - კვირის პალიტრა

საქართველოს შტაინმაიერი სტუმრობდა

"გპირდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობებით აქტიურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს!" - განაცხადა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალიან შედეგობრივად განაგრძობს ევროპულ კურსს.”

შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში მონაწილეობაზე.

"ავღანეთში გადადიან ახალ ეტაპზე და მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება ISAF-ის ოპერაციები. მოხარული ვარ, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ინტენსიურია... საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ცოტა დრო დარჩა", - განაცხადა შტაინმაიერმა, რომლის ვიზიტიც ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებად შეაფასა.