"ოსკარზე" ორი ქართული ფილმი მოხვდა
22-12-2014
"ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის ჩამონათვალში მოხვდა ორი ქართული ფილმი - გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები", რომელიც ქართულ-ესტონური კინოპროდუქციაა და ესტონეთმა წარადგინა. "ოსკარის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიამ 83 უცხოენოვანი ფილმიდან 9 ფილმი შეარჩია, რომელთაგან უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ხუთი ნომინანტი შეირჩევა. "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით