თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - კვირის პალიტრა

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

საკრებულომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი 35 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტი 61 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე დაზუსტებული 2014 წლის ბიუჯეტი. "ჩვენ 8-პროცენტიანი ზრდა გვექნება და შეგვიძლია დავაფინანსოთ სხვადასხვა ღონისძიება. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობამ, რომელთანაც დიდხანს ვმუშაობდით ერთობლივად, სწორად შეაფასა ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. ამ ბიუჯეტში წინ წამოწეული გვაქვს უმთავრესი პრობლემები", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.