ჰანი მხარს გვიჭერს - კვირის პალიტრა

ჰანი მხარს გვიჭერს

"რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქეების დაცულობას საფრთხეს უქმნის", - განაცხადა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს მოსახლეობისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ეს ე.წ. ხელშეკრულება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა", - განაცხადა ჰანმა.