ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
22-12-2014
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა. რეზოლუციის მე-11 პუნქტში შესული შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და ამას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. შესწორება შევიდა რეზოლუციის მე-15 პუნქტშიც, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს წინა მთავრობისა და მოქმედი ოპოზიციის რამდენიმე წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით