"ყოჩაღ, საქართველო"
22-12-2014
ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რასაც მხარი 490-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე, ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ საკითხს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმზ აპატურაი "ფეისბუკის" გვერდზე
გამოეხმაურა: "ყოჩაღ, საქართველო! შენ ახლახან კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი გადადგი ევროპული გზისკენ".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით