საყდრისის დილემა
22-12-2014
"მივმართავ საზოგადოებას: რომელი გვირჩევნია, გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კომპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი?", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის თანახმად, ეს არის სტერილური არქეოლოგიური ობიექტი და არავითარი კულტურული ღირებულება მას არა აქვს... ერთი მხრივ, არის კომპანია, რომელიც პრაქტიკულად დახურვის პირასაა, და ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი კაცი, ანუ ამდენი ოჯახი იღებს ხელფასს. 2012 წელს კომპანიის სახელფასო ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს
შეადგენდა, 2013 წელს 41 მილიონ ლარს, ხოლო 2014 წელს სულ რაღაც ნახევარი მილიონი ლარი იქნა გაცემული, რადგან კომპანია გაკოტრების პირას არის. ჩვენ გვაქვს არჩევანი, 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმებისა და ხელფასების გარეშე, თუ - არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით