"ჩვენ ვგმობთ ამ აქტს " - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვგმობთ ამ აქტს "

"საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს მომხდარს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყვეს. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, მომხდარი გამოძიებულ იქნეს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და დაისაჯოს", - განაცხადა უნეტარესმა და უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საყდრისში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე მუშაობა განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ოქროს მოპოვების უძველესი მაღარო მდებარეობს.