თავდაცვის მინისტრის კომენტარი - კვირის პალიტრა

თავდაცვის მინისტრის კომენტარი

"არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მიუხედავად იმისა, განცხადების ტექსტს გავეცანი, თუ არა. ეს არ იყო არც შეგნებული და არც წინასწარგანზრახული შეცდომა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა და ხარვეზი... მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ დავინახეთ ეს შეცდომა და მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ იმ განცხადების თაობაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის თაობაზე გაავრცელა. განცხადებაში სამინისტრომ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა, თუმცა ამავდროულად, პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა, რამაც  ოპონენტებისა და საზოგადოების ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობა" მინისტრის გადადგომასაც კი ითხოვდა.