ბათუმში პოლიციელი მოკლეს - კვირის პალიტრა

ბათუმში პოლიციელი მოკლეს

ბათუმში,  ღამის კლუბ "ლეგასში" პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული პირი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. ღამის კლუბის დირექტორის, ემზარ მანველიძის განცხადებით, ტრაგედია გვიან ღამით მოხდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა თურქეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. ბრალდებულმა მიმალვა სცადა, თუმცა ის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.