პროკურატურამ საჩივრებზე მუშაობა დაასრულა
29-12-2014
„"სამართლიანობის აღდგენის პროცესი დავიწყეთ ორი წლის წინ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის განაცხადი, ყველა ის საჩივარი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ განცხადების შესწავლა, რომელიც დარეგისტრირდა პროკურატურაში. საქმე შეეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების". - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით: "2015 წლის თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულებაც, ვინაიდან ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი."

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით