პატრიარქის მოღვაწეობის "მზიანი ღამე"
29-12-2014
პატრიარქის მოღვაწეობის "მზიანი ღამე"
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაციიდან 37 წელი შესრულდა. კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარია. გაიზარდა მონასტრების, სასულიერო პირებისა და ტაძრების რაოდენობა.

"37 წლის განმავლობაში არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში, მე მუდამ ვხედავდი ღვთის წყალობას, იმ მადლს, რომელიც მოეფინება და, რომელიც ეფინება საქართველოს. 37 წელი
მძიმე იყო, იყო მზიანი ღამე, მაგრამ იმედს, მზეს ვხედავდი, მადლობა უფალს ამ იმედისათვის. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა ყოველთვის გვფარავს", - ბრძანა უწმინდესმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით