ალასანია წავიდა - კვირის პალიტრა

ალასანია წავიდა

"ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე",” - განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღძრა. ამ განცხადებიდან ორიოდე საათში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალასანიასთან სოლიდარობის ნიშნად მინისტრთა კაბინეტი დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ამასთანავე, მმართველი კოალიცია დატოვა ალასანიას პარტიამ "თავისუფალი დემოკრატები."