თვითმმართველობის არჩევნები
29-12-2014
2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ამომრჩეველთა 43.31%-მა მიიღო. როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", თუმცა თბილისში და რამდენიმე სხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პროპორციული წესით არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 50.82% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22.42%-ით, მესამე ადგილი დაიკავა ბლოკმა "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია", რომელმაც ხმების 10.22% მიიღო,  ბარიერი გადალახა "დავით
თარხან-მოურავი–- პატრიოტთა ალიანსმა", მან ხმების 4.72% მიიღო. თბილისის მერის გამოსავლენად მეორე ტური გახდა საჭირო, რომელიც 12 ივლისს გაიმართა. თბილისში ""ქართული ოცნების"" კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა, რომელმაც, ხმების 72,47% მიიღო. ""ნაციონალური მოძრაობის"" კანდიდატი ნიკა მელია კი ხმების 27,53%-ს დასჯერდა."

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით