ნატოს უელსის სამიტი - კვირის პალიტრა

ნატოს უელსის სამიტი

2014 წლის სექტემბერში უელსში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა, რომელზეც ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, არც ერთი ახალი ქვეყანა არ შეერთებია ალიანსს. თუმცა, საქართველომ მიიღო ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობის პაკეტი, რაც ნიშნავს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით უფრო მასშტაბურ თანამშრომლობას, გადაწყდა, რომ საქართველოში 2015 წლის განმავლობაში ფუნქციონირებას დაიწყებს ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი.