ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
29-12-2014
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან კი იმჟამინდელმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს. ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველომ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე მოახდინეს. 18 დეკემბერს კი სტრასბურგში დოკუმენტის რატიფიცირების ღონისძიება ევროპარლამენტში გაიმართა, რომელსაც როგორც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით