მკვლელობა ნაძალადევში - კვირის პალიტრა

მკვლელობა ნაძალადევში

ნაძალადევის რაიონში 20 წლის ბექა მჟავანაძე დის ქმარმა მოკლა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილს

გულმკერდის არეში დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ბექა მჟავანაძეს შელაპარაკება მოუვიდა დის ქმართან.

მოკლულის მამამ შვილის სიკვდილის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით.