დიღომში ძმები მოკლეს - კვირის პალიტრა

დიღომში ძმები მოკლეს

დიღმის მასივში, ყოფილი მაღაზია "წითელქუდას" კორპუსში, ძმები ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები გარდაცვლილები იპოვეს. მეზობლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს, თუმცა, სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, ძმებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ. ძმების მეზობლის, ეთერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ. მისივე თქმით, ერთ-ერთი ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. ალექსანდრე ატარშიკოვი 38 წლის, ხოლო დენის ატარშიკოვი - 33 წლის იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთი-ერთი ძმის კომპანიის ოფისი, რომელიც ლიფტების მონტაჟსა და შეკეთებაზე მუშაობდა, ძმების გარდაცვალების ღამეს გაქურდეს. სწორედ ამ ფაქტის შესატყობინებლად მიაკითხეს თანამშრომლებმა ატარშიკოვებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძმები ნაწამები იყვნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ატარშიკოვების მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციამდე, ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად გაზით გაგუდვაც სახელდებოდა.