მოლაშქრეთაგან ერთი დაიღუპა - კვირის პალიტრა

მოლაშქრეთაგან ერთი დაიღუპა

ოთხი ახალგაზრდა, რომელმაც ახალი წლის დადგომა კურორტ ბახმაროში ლაშქრობით აღნიშნა, დაიკარგა. ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. სამი მათგანმა მოახერხა კონტაქტზე გასვლა და დახმარება ითხოვა. ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია დაიწყო. სამაშველო სამსახურის ბრიგადებს რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ვერტმფრენის დახმარებით დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენა მოხერხდა. ოთხიდან სამი თავს კარგად გრძნობს, სამწუხაროდ, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).