სიგარეტი გაძვირდა - კვირის პალიტრა

სიგარეტი გაძვირდა

ყველა სახეობის სიგარეტი 20 თეთრით გაძვირდა. სიგარეტზე ფასმა 2015 წლის 1-ელ იანვარსვე მოიმატა. ფასის მატების მიზეზი აქციზის ზრდაა. 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) 0.05 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2015 წლის 1-ლი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.