საბედისწერო ბედობა - კვირის პალიტრა

საბედისწერო ბედობა

2015 წლის 2 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ მარანთან ტრაგედია დატრიალდა - მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. დაიღუპა 3 კაცი, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, მატარებელი ვერ შეამჩნია. აბაშის გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის ინფორმაციით, მიკროავტობუსში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო და საბედნიეროდ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული მატარებელი დასავლეთიდან თბილისისკენ მიემართებოდა. რაც შეეხება მიკროავტობუსს, ის აბაშის რაიონის სოფელ მარნიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები სოფელ მარანში ნათესავის ახალშობილი ბავშვის სანახავად იმყოფებოდნენ და ზუგდიდში ბრუნდებოდნენ  (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).