გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება - კვირის პალიტრა

გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება

ნარჩენების მართვის თაობაზე გამკაცრებული სანქციები ძალაში ახალი 2015 წლიდან შედის. პასუხისმგებლობა მკაცრდება როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმოების მიმართ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა - 50 ლარი, მაქსიმალური კი 5.000 ლარი იქნება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული "ნარჩენების მართვის კოდექსი" 15 იანვრიდან ამოქმედდება.

ახალი კოდექსის ფარგლებში იგეგმება ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელების მოწყობაც.