საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდადებული შეიწყალა - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდადებული შეიწყალა

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდადებული შეიწყალა", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ. მისივე ინფორმაციით, 63-მა მსჯავრდადებულმა, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულება  უკვე დატოვეს. რაც შეეხება 21 მსჯავრდადებულს, რომელთა შორის 1 ქალი და 4 არასრულწლოვანია, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ 493 საქმე განიხილა.