"2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია" - კვირის პალიტრა

"2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია"

"2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. "შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება 98%-ზე მაღალი იქნება, ანუ 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, ეკონომიით არის გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით ეკონომია გავწიეთ. ასე რომ, ბიუჯეტი შესრულდა, რაც ძალიან კარგი დასაწყისი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტისთვის"," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.