საჩუქარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან
ხანდაზმულებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, მზრუნველობამოკლებულებმა, სოციალურად დაუცველებმა და მიუსაფარმა ბავშვებმა საქართველოს პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრად ფულადი დახმარება მიიღეს. ქვეყნის პირველი პირის განკარგულების თანახმად, საერთო ჯამში 1 530 კაცის დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი გამოიყო, თითოეულმა ადამიანმა 700 ლარი მიიღო.