საჩუქარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან - კვირის პალიტრა

საჩუქარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

ხანდაზმულებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, მზრუნველობამოკლებულებმა, სოციალურად დაუცველებმა და მიუსაფარმა ბავშვებმა საქართველოს პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრად ფულადი დახმარება მიიღეს. ქვეყნის პირველი პირის განკარგულების თანახმად, საერთო ჯამში 1 530 კაცის დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი გამოიყო, თითოეულმა ადამიანმა 700 ლარი მიიღო.