"მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა წარსულს" - კვირის პალიტრა

"მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა წარსულს"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, ქართველი პარტნიორებისთვის მათი  მთავარი გზავნილია, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ მომავალს და არა - წარსულს. ნიკოლას ბერლინერმა კომენტარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნის თაობაზეც გააკეთა: "არ ვიცი ამ განცხადების შესახებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს".