"მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალს და არა წარსულს"
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, ქართველი პარტნიორებისთვის მათი მთავარი გზავნილია, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ მომავალს და არა - წარსულს. ნიკოლას ბერლინერმა კომენტარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნის თაობაზეც გააკეთა: "არ ვიცი ამ განცხადების შესახებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს".