"საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული"
05-01-2015
"საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა: "გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს! ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი... ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი,
მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული"  (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).


რედაქტორის რჩევით