ნიგერიაში 10 წლის გოგონამ 19 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ნიგერიაში 10 წლის გოგონამ 19 ადამიანი იმსხვერპლა

ნიგერიაში 10 წლის თვითმკვლელმა გოგონამ 19 ადამიანი ააფეთქა. როგორც უცხოური მედია წერს, ძლიერი აფეთქება ქალაქ მაიდუგურის ბაზარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში 10 წლის გოგონამ მოიყვანა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ამ ტერაქტის უკან რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ""ბოკო ჰარამი"" დგას.