ტერაქტი საფრანგეთში
12-01-2015
7 იანვარს, პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 19 კი - დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გამოცემის მთავარი რედაქტორი და რამდენიმე კარიკატურისტი. შეიარაღებული თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც გაზეთმა "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბარკ ალ-ბაღდადის კარიკატურა. სამართალდამცავებმა ტერორისტი ძმები - 34 წლის შარიფ და 32 წლის საიდ კუაშები ალყაში მოაქციეს, ტერორისტები შტურმისას დაიღუპნენ. ამ პროცესის პარალელურად, პარიზში, ვინსენის რაიონში, ებრაულ მაღაზიაში კიდევ ერთი
ტერორისტი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, რომელთაგან 4 დაიღუპა. მოკლულია თავად თავდამსხმელიც. "ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ვერანაირი სახის ზეწოლა ვერ გაგვტეხს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგი ხალხისადმი ტელემიმართვისას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით